Thumbnail

ნახეთ: კრისტინა აგილერამ კობი ბრაიანტის პატივსაცემად Ave Maria შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კრისტინა აგილერამ ლოს ანჯელესში ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად ავსტრიელი კომპოზიტორის, ფრანც შუბერტის ცნობილი ნაწარმოები Ave Maria შეასრულა.

► ნახეთ: კრისტინა აგილერამ კომპოზიციაზე Fall On Me კლიპი გადაიღო

Ave Maria-ზე მუშაობა შუბერტმა 1825 წელს დაასრულა. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი გახლავთ, რომლის არაერთი ვერსია არსებობს.

კობი ბრაიანტი 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ეპოქალური კალათბურთელი საკუთარ ვერტმფრენში შვილთან და კიდევ 7 პირთან ერთად იმყოფებოდა. ცხრავე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

კრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ცნობილმა გამოცემამ Time მუსიკოსი 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 2018 წელს აგილერამ მსმენელებს რიგით მერვე სტუდიური ალბომი Liberation შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ის საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული