Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ ჯიმ ქერისთან ერთად Stick Together იმღერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე ცნობილი მსახიობის, ჯიმ ქერის გადაცემას Kidding ესტუმრა. საბავშვო შოუში მუსიკოსმა ლეგენდარულ კომიკოსთან ერთად სიმღერა Stick Together შეასრულა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული