Thumbnail

Duffy: რამდენიმე დღე გამომკეტეს, მაუპატიურებდნენ და ნარკოტიკებით მაბრუებდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელი არტისტი, ეიმი დაფი, სასცენო სახელით Duffy, თითქმის ათწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ ინსტაგრამზე პოსტს ავრცელებს, რომელშიც თავისი გაუჩინარების მიზეზებზე საუბრობს. დაფის თქმით, ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა, მუსიკოსი მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებს.

"ვერც კი დავთვლი, რამდენჯერ მიფიქრია ამ ტექსტზე. წარმოვიდგენდი, როგორ დავწერდი მას და როგორც ვიგრძნობდი თავს მისი გამოქვეყნების შემდეგ. ვერ ავხსნი, რატომ არის ახლა ამისთვის ყველაზე შესაფერისი მომენტი და რატომ ავლაპარაკდი ასე თავისუფლად იმაზე, რაც მოხდა. ბევრი თქვენგანი მეკითხებოდა - რა დამემართა, სად გავქრი და რატომ... რამდენიმე დღის განმავლობაში ვყავდი გამომწყვდეული, მაუპატიურებდნენ და ნარკოტიკებით მაბრუებდნენ. ახლა უკვე უსაფრთხოდ ვარ. როგორც ხედავთ, გადავრჩი და ცოცხალი ვარ. უბრალოდ, გონზე მოსასვლელად დრო მჭირდებოდა. გასული დროის განმავლობაში, ათასობით დღე გავლიე იმის ლოდინში, თუ როდის დამიბრუნდებოდა სიცოცხლის ხალისი. ჩემს თავს ვეკითხებოდი - როგორ შევძლებ ისევ ავმღერდე, თუ გული გატეხილი მაქვს? დრო დასჭირდა მის გამრთელებას", - წერს მუსიკოსი.

დაფის თქმით, უახლოესი პერიოდში თაყვანისმცემლების კითხვებს ვიდეოინტერვიუს საშუალებით უპასუხებს.

View this post on Instagram

You can only imagine the amount of times I thought about writing this. The way I would write it, how I would feel thereafter. Well, not entirely sure why now is the right time, and what it is that feels exciting and liberating for me to talk. I cannot explain it. Many of you wonder what happened to me, where did I disappear to and why. A journalist contacted me, he found a way to reach me and I told him everything this past summer. He was kind and it felt so amazing to finally speak. The truth is, and please trust me I am ok and safe now, I was raped and drugged and held captive over some days. Of course I survived. The recovery took time. There’s no light way to say it. But I can tell you in the last decade, the thousands and thousands of days I committed to wanting to feel the sunshine in my heart again, the sun does now shine. You wonder why I did not choose to use my voice to express my pain? I did not want to show the world the sadness in my eyes. I asked myself, how can I sing from the heart if it is broken? And slowly it unbroke. In the following weeks I will be posting a spoken interview. If you have any questions I would like to answer them, in the spoken interview, if I can. I have a sacred love and sincere appreciation for your kindness over the years. You have been friends. I want to thank you for that x Duffy Please respect this is a gentle move for me to make, for myself, and I do not want any intrusion to my family. Please support me to make this a positive experience.

A post shared by @ duffy on

უელსში დაბადებულ მუსიკოსს აღიარება 2008 წელს გამოშვებულმა სადებიუტო ალბომმა Rockferry მოუტანა. სტუდიური ჩანაწერი გაერთიანებული სამეფოს ჩარტების სათავეში მოექცა. მასში წარმოდგენილი ჰიტით Mercy დაფი 1983 წლის შემდეგ პირველი უელსელი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც ბრიტანეთის სინგლების ასეულის ლიდერობა მოიპოვა. 2009 წელს მან გრემი მიიღო საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიაში. Brit Awards-ზე კი მუსიკოსმა სამი ჯილდო დაიმსახურამათ შორის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში. კომერციულად წარუმატებელი ჩანაწერის Endlessly გამოშვების შემდეგ, 2011 წელს მან შემოქმედებითი პაუზის აღება დააანონსა. 2015 წელს მომღერალმა ფილმში Legend ამერიკელი მომღერალი ტიმი იურო განასახიერა, რის შემდეგაც თაყვანისმცემლების წინაშე აღარ გამოჩენილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული