Thumbnail

ოზი ოსბორნი: იმედი მაქვს, მალე ახალ ალბომზე მუშაობა შემეძლება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა რადიოსადგურ iHeartRadio-ში სტუმრობისას იმედი გამოთქვა, რომ ის მარტში სტუდიაში დაბრუნდება და ახალ ალბომზე დაიწყებს მუშაობას. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Ordinary Man ოზიმ 21 თებერვალს გამოსცა.

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნმა ალბომი Ordinary Man გამოუშვა

► ოზი ოსბორნმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამერიკული ტურნე გააუქმა

► ნახეთ: ოზი ოსბორნს ახალ კლიპში მსახიობი ჯეისონ მომოა განასახიერებს

"Ordinary Man იმიტომ ჩავწერე, რომ შარშან ძალიან უბედური ვიყავი. მომინდა, რომ, უბრალოდ, ის საქმე მეკეთებინა, რაც ძალიან მიყვარს. არანაირი ვადა არ მქონია დაწესებული, თუ როდისთვის უნდა დამესრულებინა ჩანაწერი. ახლა კი იმედი მაქვს, რომ მარტში პროდიუსერ ენდრიუ უოტთან ერთად ახალ ალბომზე დავიწყებ მუშაობას. მანამ კონცერტებს არ ვატარებ, ეს უნდა მოვახერხო", - თქვა ოზიმ.

ცოტა ხნის წინ ოსბორნმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2020 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში მერილინ მენსონთან ერთად დაგეგმილი ტურნე გააუქმა. არტისტმა რეაბილიტაციის კურსი შვეიცარიაში უნდა გაიაროს.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული