Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიციაზე Champion of the World კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay კომპოზიციაზე Champion of the World კლიპი გადაიღო. ვიდეორგოლში ბენდის ფრონტმენი, კრის მარტინი სკოლის მოსწავლეს განასახიერებს, რომელიც ოჯახსა თუ სასწავლებელში ბულინგის მსხვერპლია. სიმღერა კოლექტივის ბოლო, ორმაგ ალბომში Everyday Life არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გამოიცა.

► ნახეთ: Coldplay-მ კომპოზიციაზე Cry Cry Cry კლიპი გადაიღო

► კრის მარტინი: Coldplay-ს აღარაფერი დარჩა მისაღწევი

► ნახეთ: Coldplay კომპოზიციაზე Everyday Life გადაღებულ კლიპს ავრცელებს

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული