Thumbnail

ნახეთ: BTS ჯეიმს კორდენის Carpool Karaoke-ს ესტუმრა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ჯეიმს კორდენის Carpool Karaoke-ში მიიღო მონაწილეობა. წამყვანთან ერთად ლოს ანჯელესის ქუჩებში მინივენით სეირნობისას, ბიჭებმა საკუთარ კომპოზიციებთან Mic Drop, Black Swan და ON ერთად, ბრუნო მარსისა და ქარდი ბის ტრეკი Finesse შეასრულეს, აგრეთვე, Post Malone-ის Circles იმღერეს. მას შემდეგ, რაც კოლექტივის წევრმა, არემმა აღნიშნა, რომ ინგლისურ ენას საკულტო ამერიკული სიტკომის Friends საშუალებით დაეუფლა, მანქანაში სერიალის საუნდტრეკის I’ll Be There For You ნაწყვეტიც გაჟღერდა. 

► კორონავირუსის საფრთხის გამო BTS-მა პრესკონფერენცია ცარიელ დარბაზში გამართა

► ნახეთ: ჯიმი ფელონმა BTS-თან ინტერვიუ მეტროს ვაგონში ჩაწერა

► მოუსმინეთ: BTS ახალ ალბომს Map of the Soul: 7 ავრცელებს

ამის შემდეგ მათ ცეკვის სტუდიაში Moore Dancing გადაინაცვლეს, სადაც ჯეიმს კორდენი შეეცადა, ბიჭებისთვის დაემტკიცებინა, რომ ჯგუფში მერვე წევრად მიღებისთვის საკმარისად მოქნილი იყო."ბითიესის" ჯიმინმა მას ახალი ალბომის Map of the Soul: 7 სინგლის ON საცეკვაო მოძრაობებიც ასწავლა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული