Thumbnail

მოუსმინეთ: Princess Nokia ახალ ალბომს Everything Sucks ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დესთინი ფრასქერიმ, ფსევდონიმით Princess Nokia, ახალი ალბომი Everything Sucks გამოაქვეყნა. რეპერის რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი 10 კომპოზიციას აერთიანებს. მუსიკოსმა ჩანაწერი დამოუკიდებლად, საკუთარი ლეიბლის Princess Nokia Inc. მეშვეობით გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Princess Nokia - Green Eggs & Ham | Practice  

► ნახეთ: Princess Nokia - Sugar Honey Iced Tea (S.H.I.T.) 

► ნახეთ: Princess Nokia არიანა გრანდეს კომპოზიციის მოპარვაში ადანაშაულებს  

დესთინი ფრასქერიმ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. ის კომპოზიციებს თავდაპირველად პლატფორმა Soundcloud-ზე ფსევდონიმით Wavy Spice ავრცელებდა. 2014 წელს ნიუ იორკელმა სადებიუტო ალბომი Metallic Butterfly გამოაქვეყნა. 3 წლის შემდეგ კი მუსიკოსმა ალბომი 1992 Deluxe გამოსცა, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული