Thumbnail

ნახეთ: ემინემის თაყვანისმცემლები მასავით სწრაფად რეპავენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდა, კომპოზიცია Godzilla-ს მესამე ვერსი ისევე სწრაფად გარეპონ, როგორც ამას თვითონ აკეთებს.

► ემინემმა რეჩიტატივის სწრაფად კითხვაში საკუთარი რეკორდი მოხსნა

► ემინემი: არ მინდა, რომ ჰიპ ჰოპის მეფე ვიყო

გამოცემა Genius-ის ცნობით, ამ ვერსში ემინემი წამში 7,46 სიტყვასა და 10,93 მარცვალს ამბობს. ტრეკი Godzilla ემინემის რიგით მე-11 სტუდიურ ალბომში Music to Be Murdered By არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გამოიცა.

სირთულის მიუხედავად, რეპერის თაყვანისმცემლების ნაწილმა გამოწვევა მიიღო და ჩანაწერის მესამე, ყველაზე სწრაფი ვერსი შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული