Thumbnail

ბილი აილიში: ჯასტინმა რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც აღფრთოვანებული დავრჩები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში კანადელი პოპვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის Justin Bieber: Seasons ფინალურ ეპიზოდში The Finale გამოჩნდა. კადრებში 18 წლის არტისტი ჯასტინის ახალი ალბომის Changes გამოშვებას ასე ეხმაურება:

► ჯასტინ ბიბერი: მინდა, რომ ბილი აილიში დავიცვა

► ბილი აილიშის ძმა პასუხობს ჭორს, რომ წარმატებას მშობლების კავშირებით მიაღწიეს

"მან რაც არ უნდა გააკეთოს, მე მაინც აღფრთოვანებული დავრჩები. სულ რომ თეფშზე მოისაქმოს და მაღაზიაში გაიტანოს გასაყიდად, ესეც მომეწონება. ჯასტინის წინსვლის ხილვა ძალიან მაბედნიერებს, რადგან ამ ცხოვრებაში მასზე მეტად არავინ მადარდებს. ის ფაქტი, რომ არ ჩერდება და მუდმივად წინ მიიწევს, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - ამბობს არტისტი.

ახალ ეპიზოდში ასევე მოხვდა აშერთან, Big Sean-თან და DJ Khaled-თან ჩაწერილი ინტერვიუები.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული