Thumbnail

ნახეთ: The Alchemist და Boldy James კლიპს Surf & Turf ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული კოლაბორაციული ალბომის The Price Of Tea In China პრომოუშენის ფარგლებში, კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა, დანიელ ალან მამანმა, ფსევდონიმით The Alchemist და დეტროიტელმა ანდერგრაუნდ ემსიმ, ჯეიმს ჯოუნსმა, სასცენო სახელით Boldy James, კომპოზიციაზე Surf & Turf გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. კოლეგების ჩანაწერში პოპულარული ახალგაზრდა რეპერი Vince Staples მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ 

► ნახეთ: The Alchemist და Boldy James კლიპს Scrape The Bowl ავრცელებენ

ბოლდი ჯეიმსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ალქემისთი კი ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია. კოლეგებმა კარიერის განმავლობაში არაერთ წარმატებულ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. 2013 წელს ბოლდიმ და ალანმა პირველი ერთობლივი ალბომი My 1st Chemistry Set გამოაქვეყნეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული