Thumbnail

ნახეთ: Orville Peck-მა კომპოზიციაზე Queen of the Rodeo კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა მუსიკოსმა ფსევდონიმით Orville Peck კომპოზიციაზე Queen of the Rodeo გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის სადებიუტო ალბომში Pony არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წელს გამოიცა. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი და მსახიობი, ოსტინ პიტერსი გახლავთ.

ორვილ პეკი ამერიკული ვესტერნების საკულტო გმირის, მარტოხელა რეინჯერის ნიღაბს ამოფარებული მუსიკოსის ფსევდონიმია, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელს. არსებობს ვარაუდი, რომ ის კანადური პანკ ჯგუფის Nü Sensae დრამერი, დანიელ პიტუ გახლავთ, რადგან მათ იდენტური ტატუები აქვთ ერთსა და იმავე ადგილას. 2020 წელს არტისტის სადებიუტო ალბომმა Pony საუკეთესო ალტერნატიული ნამუშევრის კატეგორიაში Juno Awards-ის ჯილდო დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული