Thumbnail

უელსელი არტისტი, კელი ლი ოუენსი ახალ კომპოზიციას Melt! და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Inner Song იქნება წარმოდგენილი, რომელიც 1 მაისს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Jon Hopkins & Kelly Lee Owens - Luminous Spaces

კელი ლი ოუენსმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Kelly Lee Owens გაავრცელა. მისი შემოქმედება დრიმ პოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული