Thumbnail

ნახეთ: ალიშა ქისმა ბეთჰოვენის "მთვარის სონატა" შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა არენბი არტისტმა, ალიშა ქისმა ლოს ანჯელესში ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად სიმებიან კვარტეტთან ერთად გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის "მთვარის სონატა" შეასრულა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ეს სპორტსმენის ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები გახლდათ, რომლის ფორტეპიანოზე დაკვრაც საკუთარი ცოლისთვის, ვანესასთვის თავადაც ისწავლა.

► ნახეთ: ალიშა ქისმა ბილი აილიშის სიმღერა Everything I Wanted შეასრულა

"მთვარის სონატაზე" მუშაობა ბეთჰოვენმა 1801 წელს დაასრულა. ის კომპოზიტორმა თავის მოსწავლეს, გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდს მიუძღვნა, რომელთანაც, გავრცელებული ინფორმაციით, სიყვარული აკავშირებდა.

კობი ბრაიანტი 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ეპოქალური კალათბურთელი საკუთარ ვერტმფრენში შვილთან და კიდევ 7 პირთან ერთად იმყოფებოდა. ცხრავე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

ალიშა ქისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin' გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 65 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გამოცემა Time-მა ქისი 2005 და 2017 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული