Thumbnail

ბილი აილიშის ძმა პასუხობს ჭორს, რომ წარმატებას მშობლების კავშირებით მიაღწიეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბილი აილიში და ფინიას ო’კონელი თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში ამჟამად ყველაზე პოპულარული და-ძმა არიან. ცოტა ხნის წინ არტისტებმა საძინებელ ოთახში ჩაწერილი ალბომით When We All Fall Asleep, Where Do We Go? ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიისგან 5-5 გრემის ჯილდო დაიმსახურეს. მას შემდეგ ინტერნეტში არაერთხელ აღინიშნა, რომ ბილიმ და ფინიასმა ასეთ წარმატებას მშობლების კავშირების დამსახურებით მიაღწიეს. ცნობისთვის, მეგი ბერდი და პატრიკ ო’კონელი წარსულში მსახიობები იყვნენ, ქალი აგრეთვე მუსიკითაც იყო გატაცებული. გავრცელებულ ჭორს 22 წლის ფინიასი ტვიტერზე პოსტების სერიით გამოეხმაურა:

► ბილი აილიშის ძმა მომღერლის ახალი ალბომის შესახებ საუბრობს

► ბილი აილიში: ბოლო დროს იმდენი ზიზღი ვიგრძენი, მეტირება

"ჩვენს მშობლებს არასდროს უშოვნიათ მსახიობობით იმდენი ფული, რომ მე და ბილის უზრუნველად გვეცხოვრა. მამაჩვენი მთელი კვირის განმავლობაში, დღეში 12 საათს მუშაობდა მშენებლობაზე, დედა კი მასწავლებელი იყო. მათ დიდი სიყვარული გვაჩუქეს, მაგრამ მუსიკის ინდუსტრიაში ნაცნობი ნამდვილად არ ჰყოლიათ".

"შარშან ჩვენი მშობლების იპოთეკური სესხი დავფარე. ბილიმ კი ისინი ტურნეს დროს დაასაქმა და ხელფასები გადაუხადა იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ გვითხრეს, უფასოდ ვიმუშავებთო".

"ვისაც 2019 წლის ტურნეს დროს ჩვენთან შეხება ჰქონია, ყველა მოწმეა, რომ მამაჩემი საკუთარი დაჟინებული მოთხოვნით ყოველი კონცერტის წინ წმენდდა სცენას", - წერს მუსიკოსი.

ფინიას ო'კონელი მუსიკის ინდუსტრიაში ფსევდონიმით Finneas მოღვაწეობს. ის ბილი აილიშთან ხშირად თანამშრომლობს და სოლო კომპოზიციებსაც ავრცელებს. და-ძმამ ახლახან ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე, ამავე სახელწოდების ფილმისთვის დაწერილი კომპოზიცია No Time To Die გაავრცელა. ისინი ამჟამად ბილის ახალ ალბომზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული