Thumbnail

ექსპერიმენტული დუეტი 100 gecs კომპოზიციის Ringtone რემიქსს და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX, ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Rico Nasty და ინდი პოპ ჯგუფი Kero Kero Bonito მონაწილეობენ.

100 gecs ექსპერიმენტული დუეტია, რომელიც ქალაქ სენტ ლუისში 2015 წელს შეიქმნა. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, 2019 წელს, მუსიკოსებმა პროექტისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გამოსცეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული