Thumbnail

ინგლისურმა ელექტრონულმა დუეტმა Disclosure ახალი კომპოზიცია Ecstasy გაავრცელა. ეს პირველი ტრეკია, რომელიც მუსიკოსებმა 2018 წლის შემდეგ გამოსცეს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში ამერიკული ჯგუფის Aquarian Dream ჩანაწერის Fantasy სემპლია გამოყენებული.

► მოუსმინეთ: Khalid & Disclosure - Know Your Worth

Disclosure ძმებმა, ჰოვარდ და გარი ლოურენსებმა 2010 წელს ჩამოაყალიბეს. სადებიუტო ალბომმა პროექტს გამოსვლისთანავე წარმატება მოუტანა. არტისტების მუსიკალური მიმართულება ჰაუს მუსიკასა და სინთპოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული