Thumbnail

ნახეთ: სელენა გომესი კომპოზიციის Rare აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერალი, სელენა გომესი ახალ ალბომში Rare შესული ამავე სახელწოდების კომპოზიციის აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს. ლოს ანჯელესში, სტუდია The Village-ში გადაღებულ ლაივ ჩანაწერში 27 წლის არტისტი გიტარის აკომპანირებითა და ბექ ვოკალისტის თანხლებით მღერის.

► მოუსმინეთ: სელენა გომესის სიმღერა Feel Me, რომელიც ჯასტინ ბიბერს მიუძღვნა

► სელენა გომესი: ჯასტინ ბიბერი ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა

► ნახეთ: სელენა გომესმა სიმღერაზე Lose You To Love Me კიდევ ერთი კლიპი გადაიღო

მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული