Thumbnail

Tory Lanez: 4 წელია, საკუთარი გემოვნებით შექმნილი მუსიკა არ გამივრცელებია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელი მუსიკოსის, დეისთარ პეტერსონის, სასცენო სახელით Tory Lanez, მიქსტეიპების სერიის New Toronto მესამე ნაწილი მარტში გავრცელდება. ნამუშევრის გამოქვეყნებისთანავე ტორონტოელ არტისტს ცნობილ ლეიბლთან Interscope Records გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოეწურება. ამასთან დაკავშირებით თორიმ ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

► ნახეთ: Tory Lanez - Broke In A Minute 

► ნახეთ: Tory Lanez - K LO K Ft. Fivio Foreign 

► ნახეთ: Tory Lanez და Snoop Dogg კლიპს Beauty In The Benz ავრცელებენ 

"მიქსტეიპი New Toronto 3 მარტში გამოვა. როგორც კი ნამუშევარი გავრცელდება, ლეიბლთან Interscope Records გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამომეწურება".

"4 წელია, რაც საკუთარი გემოვნებით შექმნილი მუსიკა არ გამივრცელებია. ისეთი ჟღერადობის კომპოზიციების გამოცემა მიწევდა, რომლებიც მსმენელისთვის მარტივად მისაღები იქნებოდა. შემდეგ კი მივხვდი, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში, ხალხი იფიქრებდა, რომ ჩემი შემოქმედება ნაგავია", - აღნიშნა თორიმ.

თორის შემოქმედება კარიერის დასაწყისში ბენგერი ჟღერადობის იყო, რომელსაც მუსიკოსი მელოდიური მისამღერებით (მაგ: ტრეკები Diego, B.L.O.W., Makaveli და სხვ.) აფორმებდა. ფართო საზოგადოების აღიარება კანადელმა სწორედ ამ პერიოდში დაიმსახურა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც დეისთარის ნამუშევრები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მის მუსიკაზე თანამედროვე შოუბიზნესში არსებული ტენდენციების, ძირითადად ლათინოამერიკულ ბაზარზე გათვლილი დენსჰოლისა და მსუბუქი ინსტრუმენტალების გავლენა მარტივი შესამჩნევია. არტისტის ამ გარდასახვის მიზეზი კი, პირველ რიგში, Interscope Records გახლავთ, რადგან მსხვილი ლეიბლები გამუდმებით ცდილობენ საკუთარი არტისტის შემოქმედების კომერციალიზაციას.

თორი ლეინზმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს კი სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 200 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2018 წელს კი მუსიკოსმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული