Thumbnail

ქენდრიქ ლამარსა და The Weeknd-ს კომპოზიციის მოპარვაში ადანაშაულებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრუკლინური ექსპერიმენტული როკ კოლექტივი Yeasayer პოპულარულ მუსიკოსებს, ქენდრიქ ლამარსა და უიქენდს კომპოზიციის მოპარვაში ადანაშაულებს. როგორც გამოცემა TMZ-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, აწ უკვე დაშლილი ბენდის წევრების მტკიცებით, ჰიპ ჰოპ არტისტისა და არენბი შემსრულებლის 2018 წლის ტრეკი Pray For Me, რომელიც "მარველის" ცნობილი ფილმის Black Panther ერთ-ერთი საუნდტრეკია, თავიანთი 2007 წლის ნამუშევრის Sunrise მსგავსია.

► ექსპერიმენტული როკ ჯგუფი Yeasayer დაიშალა

ბენდი არტისტებს სიმღერის დასაწყისში არსებული იმ მონაკვეთის მოპარვაში სდებს ბრალს, რომელიც გუნდის მიერ სრულდება.

Yeasayer არტისტებისგან სასამართლოს გზით კომპენსაციას მოითხოვს. ჯგუფს ასევე სურს, დავის დასრულებამდე მუსიკალურ პლატფორმებზე კომპოზიციის გაყიდვა შეწყდეს.

ექსპერიმენტული როკ ჯგუფი Yeasayer ბრუკლინში 2006 წელს ჩამოყალიბდა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი All Hour Cymbals გამოსცეს. კოლექტივმა სულ 5 ალბომი გამოუშვა. მუსიკის კრიტიკოსები ბენდს ექსპერიმენტულ პოპ პროექტს, Animal Collective-ს ადარებდნენ. არტისტებს ისეთ ცნობილ ფესტივალებში მიუღიათ მონაწილეობა, როგორებიცაა: Coachella, Lollapalooza , Austin City Limits Festival, Bonnaroo, Reading and Leeds და სხვა. 2019 წელს ჯგუფი დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული