Thumbnail

ინტერნეტში ჰიპ ჰოპის ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენლის, ეისეფ როქისა და თრეფ მიმდინარეობის ერთ-ერთი პიონერის, ოსკაროსანი ჯუისი ჯეის ერთობლივი კომპოზიცია 2 Piece გავრცელდა.

► მოუსმინეთ: ASAP Rocky & Swedish House Mafia - Frankenstein 

► ASAP Rocky-ს მომავალი ალბომის სახელწოდება ცნობილია 

► Juicy J: მაპატიეთ, თუ ჩემს კომპოზიციებში ნარკოტიკის მოხმარებისკენ გიბიძგეთ 

ტრეკის ნაწყვეტი ვეტერანმა მემფისელმა არტისტმა 2019 წელს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ნამუშევრის ინსტრუმენტალის ავტორები თავად ჯუისი ჯეი და ჰიპ ჰოპის ახალი თაობის გამორჩეული პროდიუსერი, მეთრო ბუმინი არიან.

ჯუისი ჯეი ეისეფის მთავარი მენტორია. როქის ადრეულ შემოქმედებაზე ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Three 6 Mafia გავლენა საკმაოდ მარტივი შესამჩნევია. კარიერის განმავლობაში არტისტებმა არაერთ წარმატებულ კომპოზიციაზე, მათ შორის ტრეკებზე Multiply, Gunz N Butter, Wavybone, Yamborghini High ითანამშრომლეს. აღსანიშნავია, რომ როქიმ 2019 წლის დასაწყისში ალბომი დააანონსა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც სწორედ ჯუისი იქნება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული