Thumbnail

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დესთინი ფრასქერიმ, ფსევდონიმით Princess Nokia, ორი ახალი კომპოზიცია Green Eggs & Ham და Practice გამოაქვეყნა. პირველი მათგანი მუსიკოსმა ვიდეორგოლთან ერთად გაავრცელა. 

► ნახეთ: Princess Nokia ფილმის Angelfish თრეილერში 

► ნახეთ: Princess Nokia - Sugar Honey Iced Tea (S.H.I.T.) 

► ნახეთ: Princess Nokia არიანა გრანდეს კომპოზიციის მოპარვაში ადანაშაულებს 

რეპერი ამჟამად ალბომებზე Everything Is Beautiful და Everything Sucks მუშაობს, რომლებსაც 26 თებერვალს ერთდროულად გამოუშვებს. ახალგავრცელებული კომპოზიციები არტისტის მომავალი სტუდიური ნამუშევრების სინგლებია.

დესთინი ფრასქერიმ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. ის კომპოზიციებს თავდაპირველად პლატფორმა Soundcloud-ზე ფსევდონიმით Wavy Spice ავრცელებდა. საზოგადოების მოწონება არტისტის მეორე ნამუშევარმა Bitch I'm Posh დაიმსახურა. მუსიკოსმა 2017 წელს სადებიუტო ალბომი 1992 Deluxe გამოსცა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მოხვდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული