Thumbnail

ნახეთ: ოზი ოსბორნს ახალ კლიპში მსახიობი ჯეისონ მომოა განასახიერებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა საკუთარ კომპოზიციაზე Scary Little Green Men გადაღებული კლიპის თიზერი გაავრცელა. ვიდეორგოლში არტისტს ცნობილი სერიალის Game of Thrones მსახიობი, ჯეისონ მომოა განასახიერებს. სიმღერა ოზის ბოლო ალბომში Ordinary Man არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 21 თებერვალს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნმა ახალი ალბომი Ordinary Man გამოუშვა

► ოზი ოსბორნმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამერიკული ტურნე გააუქმა

► ოზი ოსბორნი: 15 წელიწადში ცოცხალი აღარ ვიქნები, მაგრამ სიკვდილი არ მაშინებს

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული