Thumbnail

მოუსმინეთ: ოზი ოსბორნმა ახალი ალბომი Ordinary Man გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

10-წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა ახალი, რიგით მე-12 სოლო ალბომი Ordinary Man გამოუშვა. ჩანაწერში სულ 11 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორისაა ელტონ ჯონის, ფოსთ მელოუნისა და ტრევის სკოტის მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერები.

► ოზი ოსბორნმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამერიკული ტურნე გააუქმა

► ოზი ოსბორნი: 15 წელიწადში ცოცხალი აღარ ვიქნები, მაგრამ სიკვდილი არ მაშინებს

► ოზი ოსბორნი: ექიმებმა პარკინსონის დაავადება დამიდგინეს

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული