Thumbnail

მომღერალი SZA ჟურნალ Rolling Stone-ის გარეკანზე დაბეჭდილმა ფოტომ გააღიზიანა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, სოლანა როუ, სასცენო სახელით SZA, ტვიტერის საშუალებით თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ ვიდეოინტერვიუების მიცემასა და ფოტოსესიებში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ არტისტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ინტერნეტში ჟურნალ "როლინგ სთოუნის" გარეკანი გავრცელდა, რომელზეც სიზა Normani-სთან და Megan Thee Stallion-თან ერთად არის აღბეჭდილი.

"აღარასდროს მივიღებ მონაწილეობას ვიდეოინტერვიუებსა და ფოტოსესიებში. მიზეზს ნუ მკითხავთ", - დაწერა არტისტმა ტვიტერზე.  

მას შემდეგ, რაც თაყვანისმცემლებმა ფოტოთი უკმაყოფილების მიზეზი ჰკითხეს, მომღერალმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და განმარტა, რომ მის კოლეგებთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.

"ყოჩაღ, ნორმანისა და მეგანს. ჩემს დებს, რომლებიც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ორი დედოფლის გვერდით დგომა", - აღნიშნა არტისტმა.

ჟურნალის სპეციალური გამოშვება Women Shaping the Future გაყიდვაში 3 მარტს ჩაეშვება.

მომღერალმა SZA, იგივე სოლანა როუმ, კარიერა 2011 წელს დაიწყო. 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Ctrl გამოუშვა, რომელიც ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. არტისტს წარმატება სიმღერებმა The Weekend და All The Stars მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული