Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-მა ბენდის პირველი კონცერტიდან ფოტო გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters სოციალურ ქსელში კოლექტივის პირველი კონცერტიდან ფოტო გაავრცელა. ღონისძიება ქალაქ სიეტლში 1995 წელს გაიმართა.

► დეივ გროლი: Foo Fighters-ის ახალი ალბომი მზადაა

► მოუსმინეთ: Foo Fighters-მა ახალი სტუდიური ჩანაწერი "00979725" გაავრცელა

► დეივ გროლი: Foo Fighters მამების როკს ქმნის

"ყველა ჯგუფის ისტორიაში დგება მომენტი, როცა მუსიკოსები სარეპეტიციოდან უნდა გამოვიდნენ და თავიანთი ნამუშევრები ხალხს წარუდგინონ. ჩვენთან ეს 25 წლის წინ ქალაქ სიეტლში მოხდა", - წერია ბენდის ტვიტერის გვერდზე.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული