Thumbnail

ნიუ ორლეანელი მუსიკოსი Big Freedia ახალ კომპოზიციას Chasing Rainbows და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში Louder შევა, რომელიც 13 მარტს გამოიცემა. ჩანაწერში პოპვარსკვლავი Kesha მონაწილეობს.

ფრედი როსმა, სასცენო სახელით Big Freedia, მუსიკალური კარიერა 1999 წელს დაიწყო. 2003 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Queen Diva გაავრცელა. მას ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსის შემოქმედება იდიემსა და ალტერნატიულ ჰიპ ჰოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული