Thumbnail

ნახეთ: Cardi B ბრენდ Reebok-ის ახალი სპორტული ფეხსაცმლის რეკლამაში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ინგლისური ბრენდი Reebok ახალი სპორტული ფეხსაცმლის Zig Kinetica სარეკლამო ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ცნობილი ამერიკელი რეპერი, ქარდი ბი მონაწილეობს. ბოტასის შეძენა ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე 120 აშშ დოლარად არის შესაძლებელი.

► Cardi B-ს სადებიუტო ალბომმა Invasion of Privacy რეკორდი დაამყარა

► Cardi B: მგონი, პოლიტიკოსობა მინდა

► შეკითხვა, რომელსაც Cardi B დონალდ ტრამპს დაუსვამდა

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს კომპოზიციით Bodak Yellow გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული