Thumbnail

უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამამ თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

25 თებერვლიდან ევროპის მასშტაბით ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამის ტურნე An Evening with Whitney დაიწყება. ამასთან დაკავშირებით ბრიტანული სატელევიზიო ქსელის ITV გადაცემაში This Morning მომღერლის გამოსახულებამ ჰიტი Greatest Love of All შეასრულა. 

მომღერლის ჰოლოგრამამ თაყვანისმცმლების მოლოდინი ვერ გაამართლა. მათმა ნაწილმა გამოსახულების შემქმნელები ტვიტერზე გააკრიტიკა:

"წესით არ უნდა მეცინებოდეს, მაგრამ...."

"უიტნის ჰოლოგრამა ძალიან სხვანაირი და უცნაურია. პატივი ეცით გარდაცვლილ ადამიანებს".

"რა შემზარავია. ხალხი ამის სანახავად ფულს იხდის?".

"ამ ჰოლოგრამას იმდენი ნაკლი აქვს".

"არადა, უიტნის უფრო რეალისტურ გამოსახულებას ველოდი".

ჰოლოგრამის ხილვისას უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თუმცა, მაინც მომეწონა. დარწმუნებული არ ვარ, რომ უიტნის ასლია, მაგრამ მისმა დანახვამ ამატირა".

უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამა

აღსანიშნავია, რომ ჰოლოგრამა კომპანიამ Base მუსიკოსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შექმნა.

უიტნი ჰიუსტონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1977 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს 35-წლიანი კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული. ის ერთადერთი არტისტია, რომლის შვიდი კომპოზიციაც ბილბორდის "ცხელ ასეულს" ზედიზედ ლიდერობდა. მომღერლის საკულტო სიმღერა I Will Always Love You, რომელიც პირველად მიკ ჯეკსონის ფილმში "პირადი მცველი" გაჟღერდა, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სინგლად რჩება.

2012 წლის 11 თებერვალს ჰიუსტონი საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსის სიკვდილი გულის პრობლემებმა და კოკაინის მოხმარებამ გამოიწვია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული