Thumbnail
ფოტო: Facebook / Irakli Lomsadze

ახალგაზრდა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ირაკლი ლომსაძემ, ფსევდონიმით Aprilee, ახალი ინგლისურენოვანი კომპოზიცია Soul Rental და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის ინსტრუმენტალი დუეტ SvanSikh-ის წევრს, პროდიუსერ ბაჩო სვანიძეს ეკუთვნის.

ირაკლიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს გავრცელებული სადებიუტო ტრეკით Dare დაიწყო. თავდაპირველად არტისტი ფსევდონიმით Drane მოღვაწეობდა. შემსრულებელი რეჩიტატივს ძირითადად ინგლისურ ენაზე კითხულობს, თუმცა, მისი თქმით, მომავალში კომპოზიციის გამოშვებას მშობლიურ ენაზეც გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული