Thumbnail

ნახეთ: BTS კომპოზიციის ON კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ახალგავრცელებული ალბომის Map of the Soul: 7 მთავარ სინგლზე ON გადაღებულ ვიდეორგოლს Kinetic Manifesto Film: Come Prime ავრცელებს. რეჟისორ იონგსოკ ჩოის ნამუშევარში კოლექტივის წევრებთან ერთად მოცეკვავეთა გუნდი The Lab მონაწილეობს. 

► მოუსმინეთ: BTS ახალ ალბომს Map of the Soul: 7 ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის ალტერნატიულ ვერსიაში, რომელიც ასევე მოხვდა ალბომში, ავსტრალიელი პოპვარსკვლავი Sia მონაწილეობს. 

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული