Thumbnail

მოუსმინეთ: BTS ახალ ალბომს Map of the Soul: 7 ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ახალი ალბომი Map of the Soul: 7 გაავრცელა. 20 კომპოზიციისგან შემდგარ სტუდიურ ნამუშევარში, ახალ ტრეკებთან ერთად, უკვე გავრცელებული სიმღერები: Black Swan, Interlude : Shadow და Outro : Ego შედის. ჩანაწერში აგრეთვე წარმოდგენილია 2019 წელს გამოშვებულ EP-ში შესული რამდენიმე ტრეკი, მათ შორის ამერიკელ პოპვარსკვლავ ჰოლზისთან ერთად ჩაწერილი ჰიტი Boy with Luv.

► ნახეთ: BTS-მა ჯეიმს კორდენის შოუში კომპოზიცია Black Swan შეასრულა

აღსანიშნავია, რომ ალბომის მთავარი სინგლის ON ორი ვერსია გავრცელდა. აქედან ერთ-ერთში ავსტრალიელი პოპვარსკვლავი Sia მონაწილეობს. კიდევ ერთი ახალი კომპოზიციის Louder Than Bombs თანაავტორი კი მუსიკოსი ტროი სივანია.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული