Thumbnail

მოუსმინეთ: Radiohead-მა ტრეკის Treefingers ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Radiohead მეოთხე სტუდიური ალბომის Kid A ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩანაწერში შესული ერთ-ერთი კომპოზიციის Treefingers ალტერნატიული ვერსია გაავრცელა.

► ნახეთ: Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა ტრეკი Shangri-La გამოსცა

► ჯგუფმა Radiohead ონლაინ ბიბლიოთეკა შექმნა

Kid A "რედიოჰედმა" 2000 წელს გამოსცა. საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში ჩანაწერმა გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2012 წელს ცნობილმა გამოცემა Rolling Stone-მა ალბომი ყველა დროის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა.

"რედიოჰედი" ქალაქ აბინგდონში 1985 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა 1992 წელს სადებიუტო სინგლი Creep გამოუშვეს, რომელიც მომდევნო წელს, მათი პირველი ალბომის Pablo Honey გამოსვლისთანავე, მსოფლიო ჰიტად იქცა. 3 გრემის მფლობელმა ბენდმა ბოლო ნამუშევარი A Moon Shaped Pool 2016 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული