Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Tjay-მ გარდაცვლილ რეპერ Pop Smoke-ს ტრეკი Forever Pop მიუძღვნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

18 წლის ბრონქსელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Lil Tjay-მ ახალი კომპოზიცია Forever Pop გამოაქვეყნა. რეპერმა ჩანაწერი 19 თებერვალს მოკლულ კოლეგას, ბაშარ ჯექსონს, იგივე Pop Smoke-ს მიუძღვნა. ნამუშევრის პროდიუსერი Othello გახლავთ.

► 20 წლის რეპერი Pop Smoke მოკლეს 

► ცნობილი მუსიკოსები რეპერ Pop Smoke-ის მკვლელობას გამოეხმაურნენ 

► ნახეთ: Pop Smoke - Christopher Walking

ლილ თიჯეი და ფოფ სმოუქი ნიუ იურკული ჰიპ ჰოპ ახალი თაობის წარმომადგენლები და ახლო მეგობრები იყვნენ. კარიერის განმავლობაში კოლეგებმა არაერთხელ ითანამშრომლეს. რეპერის ბოლო მიქსტეიპში Meet The Woo 2 ბრონქსელი შემსრულებლის მონაწილეობით შექმნილი 2 კომპოზიციაა წარმოდგენილი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული