Thumbnail

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda წევრები, რეპერები Westside Gunn, Conway The Machine და Benny The Butcher, აგრეთვე, პროდიუსერები Daringer და Beat Butcha მუსიკალური მედიაპლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურს Beats 1 ესტუმრნენ. გადაცემაში Fire In The Booth ბენი ბუჩერმა და ქონვეიმ ფრისტაილი შეასრულეს.

► მოუსმინეთ: Griselda ახალ ალბომს WWCD ავრცელებს 

► ნახეთ: Griselda ვიდეორგოლს Cruiser Weight Coke ავრცელებს 

► ნახეთ: Griselda კომპოზიციას DR. BIRDS ასრულებს

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრიზელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა. 2019 წლის მიწურულს კოლეგებმა გაყიდვაში სადებიუტო კოლაბორაციული ალბომი WWCD ჩაუშვეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული