Thumbnail

ემინემი: არაფერს არ დაუკავშირებია განსხვავებული ადამიანები ისე, როგორც ჰიპ ჰოპს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რაიან მონტგომერიმ, ფსევდონიმით Royce Da 5'9", ახალი ალბომი The Allegory გაავრცელა. ნამუშევარში წარმოდგენილ კომპოზიციას Perspective ე.წ. სკიტის სახე აქვს, რომელშიც ეპოქალური მუსიკოსი, მარშალ მეზერსი, იგივე ემინემი მონაწილეობს. 2 წუთისა და 24 წამის განმავლობაში ის არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის მუსიკის ინდუსტრიაში რასიზმის არსებობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას აფროამერიკელთა იმედგაცრუების ესმის.

► ემინემმა რეჩიტატივის სწრაფად კითხვაში საკუთარი რეკორდი მოხსნა 

► Eminem-ის კომპოზიციის Rap God კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა 

ნახეთ: Eminem-ისა და Royce Da 5'9"-ის 1999 წლის კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა

So, you got Chuck Berry, you got Rosetta Tharpe
And rock n' roll is starting to get some attention but then along comes Elvis
And people are acting like, “Oh my God I’ve never seen this before”.

"გყავდათ ჩაკ ბერი, გყავდათ როზეტა თარპი, 
დაიწყო როკ-ენ-როლმა ყურადღების მიპყრობა და ამ დროს ელვისი გამოჩნდა,
ხალხი ამბობდა, ღმერთო, ასეთი რამ ცხოვრებაში არ მომისმენიაო".

ემინემისვე თქმით, სპორტი და მუსიკა სხვადასხვა წარმომავლობის, სარწმუნოებისა თუ კანის ფერის მქონე ადამიანებს აერთიანებს. ჰიპ ჰოპს კი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. 

So now you got little white kids growin' up with black idols
And you got black kids growin' up with white idols
Nothing has brought more races and more people from all different walks of life together than hip-hop

"ახლა თქვენ გყავთ თეთრკანიანი შვილები, რომლებსაც შავკანიანი კერპები ჰყავთ,
და გყავთ შავკანიანი შვილები, რომლებსაც თეთრკანიანი კერპები ჰყავთ, 
არაფერს არ დაუკავშირებია განსხვავებული ადამიანები ისე, როგორც ჰიპ ჰოპს".

ემინემი და როისი ჰიპ ჰოპ დუეტის Bad Meets Evil წევრები არიან. გაერთიანება 1999 წელს რეპერების ახლო მეგობარმა, დიშონ ჰოლტონმა ჩამოაყალიბა. იმავე წელს კოლექტივმა ტრეკები Nuttin' To Do და Scary Movies გაავრცელა. თუმცა, მათი მთავარი წარმატება 2011 წლის ალბომს Hell: The Sequel უკავშირდება. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული