Thumbnail

რას ფიქრობდა კურტ კობეინი ჰიპ ჰოპის შესახებ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა Genius ინსტაგრამზე ლეგენდარული მუსიკოსის, კურტ კობეინის ნაკლებად ცნობილი ინტერვიუდან ამონარიდს ავრცელებს, რომელშიც არტისტი ჰიპ ჰოპის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

► კურტ კობეინი: თეთრკანიანებს არც ცეკვა შეგვიძლია და არც გარეპვა

"ვფიქრობ, პანკ როკის შემდეგ, მუსიკაში რეპზე მნიშვნელოვანი ჟანრი არ ყოფილა", - განაცხადა მუსიკოსმა 1991 წელს გამოცემა Billboard-თან საუბარში.

View this post on Instagram

💯

A post shared by Genius (@genius) on

კურტ კობეინმა ჯგუფი Nirvana 1987 წელს შექმნა. გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული