Thumbnail

მოუსმინეთ: Royce Da 5'9" ახალ ალბომს The Allegory ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ვეტერანი დეტროიტელი ემსი, რაიან მონტგომერი, ფსევდონიმით Royce Da 5'9, მსმენელს ახალი ალბომით The Allegory დაუბრუნდა, რომელიც 22 კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში არტისტმა ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Eminem, DJ Premier, Kxng Crooked, Vince Staples, Benny The Butcher, Westside Gunn და სხვა. ნამუშევარი ლეიბლზე eOne გამოიცა.

► ნახეთ: Royce Da 5'9" ვიდეორგოლს Upside Down ავრცელებს 

► ნახეთ: Royce Da 5'9" და Westside Gunn კლიპს Overcomer ავრცელებენ

მონტგომერიმ მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, იგივე Proof-ის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის რვა სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული