Thumbnail

ცნობილი მუსიკოსები რეპერ Pop Smoke-ის მკვლელობას გამოეხმაურნენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

20 წლის რეპერის, ბაშარ ჯექსონის, იგივე Pop Smoke-ის მკვლელობას ცნობილი მუსიკოსები გამოეხმაურნენ. სოციალურ ქსელში სამძიმარი გამოთქვეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: 50 Cent, Talib Kweli, Pete Rock, Nas, Drake, Freddie Gibbs და სხვები.

► 20 წლის რეპერი Pop Smoke მოკლეს

მუსიკოსი საკუთარ სახლში გაძარცვის მცდელობისას გუშინ მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ბოროტმოქმედები რეპერის ბინაში შეიჭრნენ და ის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. სმოუქი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

"მშვიდად განისვენე Pop Smoke, ძალიან ახალგაზრდა იყავი. ღმერთი ჰფარავდეს შენს ოჯახს", - წერს ტვიტერზე Chance the Rapper.

"გუშინ ღამე სტუდიაში Pop Smoke-სა და 50 Cent-ს ერთმანეთს ვადარებდით, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ გავიგეთ. მშვიდად განისვენე", - ამბობს რეპერი ფრედი გიბსი.

"მშვიდად განისვენე, Pop Smoke. 20 წლის გამორჩეული ტალანტის მქონე მუსიკოსი. საშინელებაა. ვლოცულობ მისი ოჯახისთვის", - დაწერა ამერიკელმა მუსიკოსმა ქეილანიმ.

"ამ ცუდ დროში ისღა დაგვრჩენია, რომ ვიყოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და მადლიერება გამოვთქვათ იმ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. მშვიდად განისვენე, Pop", - განაცხადა დრეიქმა ინსტაგრამის სთორიში.

გარდაცვლილის მეგობარმა, ტრევის სკოტმა ინსტაგრამის სთორიში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ავტომობილში Pop Smoke-ის ახალი კომპოზიციის ნაწყვეტს უსმენს.

"მშვიდად განისვენე, Pop Smoke", - დაწერა ინსტაგრამზე ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Nas-მა. 

View this post on Instagram

RIP Pop Smoke

A post shared by Nasir Jones (@nas) on

"ბიბლია გვეუბნება, რომ შური მომაკვდინებელი რამაა. დაუჯერებელია, რაც მოხდა. მშვიდად განისვენე, Pop", - აცხადებს ნიკი მინაჟი.

"წარმატებას ვერ მიაღწევ ახლობელი ადამიანების მხრიდან შურისა და ღალატის გარეშე. მშვიდად განისვენე", - აღნიშნავს 50 Cent ინსტაგრამზე გავრცელებულ პოსტში.

"ამ ბავშვის შესახებ უნდა იცოდეთ. ის ძალიან ნიჭიერი და პატივსაცემი ადამიანი იყო. სვამდა კითხვებს და ყველაფერს ძალიან სწრაფად სწავლობდა. მას ყოველთვის ვეხმარებოდი, როდესაც რამე სჭირდებოდა", - წერს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos-ის წევრი Quavo.

"რა ჯანდაბა ხდება, სადებიუტო ალბომის გამოშვებაც კი ვერ მოასწრო. რა სიგიჟეა. მშვიდად განისვენე, Pop Smoke. ის მხოლოდ 20 წლის იყო, ჩემი შვილიც ამხელაა", - წერს ინსტაგრამზე ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი Pete Rock.

"სან ფრანცისკოში მესროლეს, მერილენდში დამაკავეს, მქონდა უთანხმოებები პოლიციასთან. მას შემდეგ, რაც რეპერი გავხდი, უნდა ილოცოთ ხოლმე, რომ შინ მშვიდობით დავბრუნდე. თუმცა, სახლშიც კი არ ხარ უსაფრთხოდ. ძალიან ვწუხვარ", - წერს 2 Chainz სოციალურ ქსელში. 

"საშინელებაა. Pop Smoke-ს ნათელი მომავალი ჰქონდა. დიდი ტრაგედიაა. ბრუკლინი გლოვობს. მშვიდად განისვენე", - წერს რეპერი Talib Kweli. 

"სიტყვებს ვერ ვპოულობ. ბრუკლინის მეფე! მშვიდად განისვენე", - გამოეხმაურა Young MA რეპერის გარდაცვალებას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული