Thumbnail

ვენესუელელმა მუსიკოსმა Arca-მ ახალი, 62-წუთიანი სინგლი "@@@@@" გაავრცელა. ჩანაწერის პრემიერა ბრიტანული რადიოსადგურის, NTS-ის ეთერში არტისტის საავტორო გადაცემაში Diva Experimental FM შედგა. ნამუშევრის მოსმენა შეგიძლიათ აქ.

არკა ლონდონში მოღვაწე ელექტრონული მუსიკოსია. პროდიუსერს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: ბიორკი, ქანიე ვესთი, ფრენკ ოუშენი და სხვები. არკას ამ დრომდე სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული