Thumbnail

20 წლის რეპერი Pop Smoke მოკლეს

20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტი, ბაშარ ჯექსონი, იგივე Pop Smoke ჰოლივუდ ჰილზზე, საკუთარ სახლში მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ჰუდებში გამოწყობილი ბოროტმოქმედები რეპერის ბინაში შეიჭრნენ და ის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ დატოვეს მამაკაცებმა შენობა და სირბილით მიიმალნენ. შემთხვევა ღამით, ადგილობრივი დროით, 04:30 საათზე მოხდა.

ფოფ სმოუქი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მახლობლად მდებარე საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები მუსიკოსის სახლში გაძარცვის მიზნით შეიჭრნენ.

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ფოფ სმოუქი მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული