Thumbnail

ნახეთ: Michailo-მ უფლისციხეში 30-წუთიანი ლაივი დაუკრა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონულმა მუსიკოსმა, მიხეილ თოდუამ, სასცენო სახელით Michailo, პროექტ GR Music-ის ფარგლებში, ქალაქ უფლისციხეში 30-წუთიანი ლაივი დაუკრა.

► ქართველმა მუსიკოსმა Michailo-მ საპატიმრო დატოვა

პროექტ GR Music-ის მიზანი საქართველოს უნიკალური ისტორიული ადგილებისა და კულტურული ძეგლების ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაცნობაა.

მიხეილ თოდუამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. კარიერის დასაწყისში არტისტი სხვადასხვა კლუბის რეზიდენტი იყო. 2013 წელს მუსიკოსი 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროდიუსერს ახალ ნამუშევრებზე მუშაობა ციხეშიც არ შეუწყვეტია. 2018 წელს მისი ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე გამოვიდა. არტისტმა ბოლო რელიზი Solitude to Sanctuary შარშან ავსტრალიურ ლეიბლზე Rebellie Music გამოსცა. 2019 წლის 11 ოქტომბერს მიხაილომ საპატიმრო დატოვა და სასჯელის დარჩენილ ვადას შინაპატიმრობაში ატარებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული