Thumbnail

რონი ჯეიმს დიოზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოს რონი ჯეიმს დიოზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. სურათის პროდიუსერი კომპანია BMG გახლავთ, რეჟისორები კი დონ არგოტი და დემიან ფენტონი არიან.

► 5 როკ ჯგუფი, რომელშიც რონი ჯეიმს დიო მღეროდა

ფილმში დიოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იქნება მოთხრობილი. ნამუშევარში მაყურებელი იხილავს ექსკლუზიურ საარქივო მასალას, აგრეთვე, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ინტერვიუებს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ბიოგრაფიული ფილმია, რომელსაც დიოს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით იღებენ. სურათის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

რონალდ ჯეიმს პადავონამ, იგივე რონი ჯეიმს დიომ მუსიკალური კარიერა 1957 წელს დაიწყო. ის ისეთ ცნობილ ჯგუფებში მოღვაწეობდა, როგორებიცაა: Elf, Rainbow, Black Sabbath, Dio და Heaven & Hell. თავისი უნიკალური ხმის ტემბრითა და ცხოვრების წესით დიო როკისა და მეტალის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად იქცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული