Thumbnail

ცნობილმა კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd ახალი კომპოზიცია After Hours გაავრცელა. სინგლი მის ამავე სახელწოდების მქონე მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 20 მარტს გამოიცემა.

უიქენდმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წლის მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოსცა. 2013-16 წლებში არტისტმა 3 სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა, რომლებმაც კომერციული წარმატება მოიპოვეს. 2018 წელს შემსრულებელმა EP სახელწოდებით My Dear Melancholy გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. სამი გრემის მფლობელი მომღერლის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. მუსიკოსის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ იქონიეს. დღეს უიქენდი მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული