Thumbnail

ლონდონში, The O2 არენაზე ყოველწლიური დაჯილდოება Brit Awards გაიმართა. ბრიტანელ მუსიკოსებთან ერთად, ღონისძიებას არაერთი უცხოელი არტისტი ესტუმრა. ცერემონიის დაწყებამდე, ვარსკვლავებმა ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. მათ საკუთარი ინდივიდუალური სტილის წარმოჩენა ცნობილ დიზაინერებს ანდეს. 

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს ოსკარის წითელ ხალიჩაზე

გთავაზობთ ღონისძიებაზე გამორჩეულად ჩაცმული მუსიკოსების ფოტოებს:

Billie Eilish

საუკეთესო უცხოელი ქალი არტისტის ნომინაციაში გამარჯვებამდე, წითელ ხალიჩაზე გაიარა პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა. 18 წლის გოგონა Burberry-ს სამოსში იყო გამოწყობილი. 

Lizzo

რეპერმა მელისა ჯეფერსონმა კამერების ყურადღება Moschino-ს შოკოლადით შთაგონებული კაბით მიიქცია. 

Harry Styles

Gucci-ს კოსტიუმში გამოეწყო ბრიტანელი მუსიკოსი, ჰარი სტაილზი, რომელიც საზოგადოებამ ბოიბენდ One Direction-ში მოღვაწეობით გაიცნო.

Niall Horan

წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა One Direction-ის კიდევ ერთი წევრი, ნაილ ჰორანი, რომელსაც ლურჯი ხავერდის კოსტიუმი ეცვა. 

Charli XCX

ბრიტანელი პოპვარსკვლავი Fendi-ს შავი კაბით იწონებდა თავს. 

Ellie Goulding

ბრიტანელმა ელი გოლდინგმა კი არჩევანი Koche-ს ჭრელ კაბაზე შეაჩერა.

Jorja Smith

ახალგაზრდა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯორჯია სმიტმა Jean Paul Gaultier-ს სამოსი მოირგო.

Anne Marie

შუა საუკუნეების ფრანგული სტილით შთაგონებულ კოსტიუმში გამოწყობილი ბრიტანელი მომღერალი რამდენიმე გამოცემამ ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულთა შორის დაასახელა.  

FKA Twigs

ქალებს შორის საუკეთესო სოლო არტისტის კატეგორიაში ნომინირებული შემსრულებელი წითელ ხალიჩაზე დიზაინერ Ed Marler-ის მიერ შექმნილი კოსტიუმით მივიდა. 

Hailee Steinfeld

Fendi-ს ლურჯი კაბით იწონებდა თავს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ჰეილი სტაინფილდი.

Burna boy

ნიგერიელი არტისტი დამინი ოგულუ, რომელმაც BRIT Awards-ზე იმღერა, წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა. 

Stormzy

პოპულარული ბრიტანელი გრაიმ არტისტი, სთორმზი წითელ ხალიჩაზე თეთრ შარვალსა და ღია ცისფერ სვიტერში გამოწყობილი ვიხილეთ.

AJ Tracey

საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში წარდგენილმა ბრიტანელმა რეპერმა Dior-ის კოსტიუმი მოირგო. 

Rod Stewart

ღინისძიებას დაესწრო ინგლისელი როკ მომღერალი, როდ სტიუარტი. ის კამერებმა ცოლთან, მოდელ პენი ლანკასტერთან ერთად აღბეჭდეს. 

Foals

საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის წოდების მიღებამდე, წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ ჯგუფ Foals-ის წევრები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული