Thumbnail

პატიმრობაში მყოფი ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ლარონ ჯეიმსის, ფსევდონიმით Juelz Santana, წარმომადგენლებმა რეპერის ახალი კომპოზიცია "23 & 1" გამოაქვეყნეს. ტრეკი მუსიკოსმა გისოსებს მიღმა ჩაწერა. ნამუშევრის პროდიუსერი Scram Jones გახლავთ. ჩანაწერი ვეტერანი ჰარლემელის მომავალ მიქსტეიპში #FREESANTANA იქნება წარმოდგენილი.

► რეპერ Juelz Santana-ს 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა 

ჯუელზმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების The Diplomats წევრია. "დიპლომატებთან" ერთად გამოშვებულმა სადებიუტო სტუდიურმა ჩანაწერმა Diplomatic Immunity ოქროს სტატუსი მოიპოვა. არტისტს ამ დრომდე 2 სოლო ალბომი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული