Thumbnail

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, Tricky-მ ახალი კომპოზიცია Lonely Dancer გაავრცელა. ჩანაწერში გერმანიაში მოღვაწე ინგლისელი არტისტი Anika მონაწილეობს. სინგლი თრიქის მომავალ EP-ში სახელწოდებით 20,20 შევა, რომელიც 6 მარტს გამოიცემა.

► Tricky: შვილის გარდაცვალების დღეს ჩემი ცხოვრება დასრულდა

ტრიპ ჰოპის პიონერმა, ედრიან თოუსმა, სასცენო სახელით Tricky, მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის ცნობილ ბრიტანულ ჯგუფთან Massive Attack თანამშრომლობდა, 1995 წელს კი სადებიუტო სოლო ალბომი Maxinquaye გამოსცა. თრიქის ისეთ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან Björk, PJ Harvey და სხვები. საქართველოში მან სამჯერ გამართა კონცერტი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული