Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტი მიშიკო გოგავა, ფსევდონიმით 3NEMY, მსმენელს ახალ კომპოზიციას "12 თვე" სთავაზობს. ჩანაწერის ბითის ავტორი Morz გახლავთ. ტრეკის პროდიუსერი კი თავად ენემია.

► მოუსმინეთ: 3NEMY - WAZZZAAA 

► მოუსმინეთ: 3NEMY - დიიიიიდი VERSE 

► მოუსმინეთ: ქართველი რეპერი 3NEMY ახალ მიქსტეიპს ავრცელებს 

"სიმღერა დაწერილია წელიწადის თვეების მიხედვით. ეცადეთ, მოსმენისას არ გამოგრჩეთ ხაზების მნიშვნელობა", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ენემიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. არტისტს დღეისთვის რამდენიმე მიქსტეიპი აქვს გამოშვებული. 2017 წლიდან რეპერმა ვიდეოჟურნალის Flow Flow პოპულარული გადაცემის PVP Battle არაერთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ემსი რეჩიტატივის სწრაფი კითხვით გამოირჩევა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული