Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა ჰანს ციმერთან და ჯონი მართან ერთად No Time To Die შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა Brit Awards-ის ცერემონიაზე კომპოზიცია No Time To Die ცოცხლად პირველად შეასრულა. მას აკომპანემენტს ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორი, ჰანს ციმერი, ბილის ძმა ფინიასი და ბრიტანელი მუსიკოსი, ჯონი მარი უწევდნენ. სიმღერა ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე, ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკი იქნება, რომელიც კინოეკრანებზე 10 აპრილს გამოვა.

 ნახეთ: 2020 წლის Brit Awards-ის გამარჯვებულები

► ბილი აილიში: ბოლო დროს იმდენი ზიზღი ვიგრძენი, მეტირება

► ბილი აილიში: ინსტაგრამზე კომენტარების კითხვა შევწყვიტე, რადგან ეს ცხოვრებას მინგრევდა

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული