Thumbnail

პოპულარული ამერიკული ჯგუფი The Strokes ახალ კომპოზიციას Bad Decisions და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის რიგით მეექვსე ალბომში შევა, რომელიც 10 აპრილს გამოიცემა. ნამუშევარი 9 კომპოზიციას გააერთიანებს.

► ნახეთ: The Strokes - At The Door

► ნახეთ: The Strokes-მა ბერნი სანდერსის მხარდამჭერ კონცერტზე ორი ახალი სიმღერა შეასრულა

The Strokes ქალაქ ნიუ იორკში 1998 წელს შეიქმნა. 2001 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Is This It გამოსცა. ჩანაწერი პოპულარულმა გამოცემა Rolling Stone-მა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრების ასეულში მერვე ადგილას დაასახელა. NME-მ კი ყველა დროის საუკეთესო 500 ალბომში მეოთხე ადგილას გაიყვანა. კოლექტივს ამ დრომდე 5 ალბომი აქვს გავრცელებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული