Thumbnail

ნახეთ: Arcade Fire-მა ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადურმა ჯგუფმა Arcade Fire, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი კონცერტი გამართა. მუსიკოსებმა ნიუ ორლეანისა და ჰაიტის საკარნავალო ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე 11 კომპოზიცია შეასრულეს. 

► ნახეთ: Arcade Fire-მა განახლებული სადებიუტო კლიპი Rebellion (Lies) გაავრცელა

► ნახეთ: Arcade Fire-ის გიტარისტი, რიჩარდ პერი სინგლს Long Way Back ავრცელებს

Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა. 3 წლის შემდეგ კი ჯგუფის ფრონტმენის, ვინ ბათლერის მიერ დაწერილი კომპოზიცია ფილმისთვის Her, წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. 2017 წლის 27 ივლისს არტისტებმა რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Everything Now გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული